- ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. თეატრის დირექტორმა ზურაბ ეგუტიამ “ზუგდიდელებთან” აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში, თეატრის რეაბილიტაცია მხოლოდ რამდენიმე დღით შეჩერდა.
ზურაბ ეგუტია: “თეატრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს გრაფიკით და დასრულდება 2021 წლის ზაფხულში. მშენებლობა სულ რამდენიმე დღით იყო შეჩერებული და უკვე მუშაობენ მთელი დატვირთვით.
უშუალოდ, რაც შეეხება თეატრის დასის და პროგრამის სიახლეებს, ივლისის დასაწყისში განახლდება რეპეტიციები, მანამდე კი, მუშაობა შეჩერებულია”.
ინფორმაციისთვის: ახალ თეატრს ექნება ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი. დიდი დარბაზი გათვლილია 370 მაყურებელზე, მცირე დარბაზი კი, 130 – ზე. თეატრს ექნება სახელოსნო, საგრიმიორო, სამკერვალო, საკონფერენციო დარბაზი, კაფე, განთავსდება სასტუმრო. გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. დამონტაჟდება განათების, გახმოვანების უახლესი აპარატურა.
პანდემიამდე, თეატრი სპექტაკლებს ზუგდიდის ყოფილი კულტურის სახლში მართავდა.