- ეს ის ინფორმაციაა, რომელიც ამ დილით ოფიციალურად მივიღეთ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა, მაგრამ ადგილებზე, ამ წუთებში, ჯერ–ჯერობით, ამ ინფორმაციის შესახებ, მხოლოდ ყურმოკრულად და ისიც ალაგ–ალაგ იციან ბაზრის მოვაჭრეება.
“ზუგდიდელები” დაუკავშირდა “სუპერმარკეტის” დირექტორის მოადგილეს მანანა ბარძემაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება 17:00 საათიდან და ინფორმაციას ამის შესახებ უახლოეს წუთებში გაავრცელებენ მოვაჭრეებზე.
ბაზრის დირექტორი გია კანკია ამბობს, რომ სადეზინფექციო სამუშაოები ისედაც სისტემატურად უტარდება ყველისა და ხორცის განყოფილებას.