როგორ ტარდება მობილური ტელეფონის დეზინფექცია?


კორონავირუსის ეპიდემიისგან თავდასაცავად ხელების საპნით დაბანა რომ აუცილებელი რეკომენდაციაა,
ეს უკვე ყველამ ვიცით, მაგრამ გვავიწყდება მობილური ტელეფონები და გაჯეტები, რომლებსაც მუდმივად ვიყენებთ და რომლებიც ასევე შეიძლება იქცეს ინფექციის გავრცელების წყაროდ. ამერიკის ეპიდემიოლოგიის სკოლის წარმოამდგენელი, ექიმი ჯეფრი კლაუსნერი გვაფრთხილებს: “როგორც ხელები, თქვენი ტელეფონიც ზუსტად ისევე შეიძლება გახდეს ინფექციის წყარო”. ხელზე არსებული მიკრობები საშიშროებას იმიტომ გვიქმნიან, რომ ადამიანი ხელით ხშირად ეხება სახეს – თვალს, ცხვირს, პირს, რის შემდეგაც მიკრობები ორგანიზმში ხვდება და იწვევს ინფექციას.
თანამედროვე ადამიანი სმარტფონს დღეში რამდენიმე ასეულჯერ ეხება და თუ
თავდაცვის ზომებს ამ მიმართულებითაც არ გავატარებთ, ხელის დაბანა საკმარისი არ იქნება.
“სმარტფონს ჩვენ ვუწოდებთ მესამე ხელს, რომელსაც არასოდეს ვიბანთ. თუ ტელეფონს ისევე არ მოვექცევით, როგორც საკუთარ ხელებს, მაშინ სამივე ხელის სისუფთავის დაცვა გაგვიჭირდება” – გნაცხადა ეპიდემიოლოგმა დენ ბარნსმა.
როგორ შევამციროთ მობილურიდან ინფექციის გავრცელების რისკი
საზოგადოებრივ ტარნსპორტში ყოფნისას ნაკლებად ისარგებლეთ მობილურით: ტრანსპორტში თქვენ ეხებით სახელურებს, სავარძლებს, შემდგომ – ტელეფონს და გადაგაქვთ ვირუსები ტელეფონის ზეადპირზე. სმარტფონის გასაწმენდად მწარმოებლები გვირჩევენ გამოვიყენოთ საპნიანი წყალი, რომელშიც უნდა დავასველოთ აბრეშუმის ნაჭერი, შემდეგ გავწუროთ და ძალიან ფრთხილად გავწმინდოთ სმარტფონის ზედაპირი. გაწმენდის დროს ტელეფონი აუცილებლად გამორთული უნდა იყოს. შეიძლება სპირტის შემცველი დეზინფექტორის, სპრეის ან სალფეტკის გამოყენებაც, მაგრამ არსებობს ტელეფონის დაზიანების გარკვეული რისკი.
სპირტიან ხსნარს ასე ამზადებენ: 60% წყალი და 40% სპირტი. ამ ხსნარში დაასველეთ ნაჭერი, კარგად გაწურეთ და გაწმინდეთ სმარტფონის ზედაპირი, შემდეგ კი მშრალი ტილოთი გაამშრალეთ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!