ზუგდიდელმა მოჭადრაკემ რეგიონის ჩემპიონატზე საპრიზო ადგილი დაიკავა


  • 25 ოქტომბერს ქალაქ ფოთში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი ჩატარდა 6 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზა ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის საჭადრაკო სასპორტო სკოლა „ნონას“ მოსწავლემ. 6 წლამდე ჭაბუკთა შორის, 7 შესაძლებლობიდან 5 ქულით, თომა ჯაკონიამ მესამე ადგილი დაიკავა (მწვრთნელი – დავით თულაძე).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

17 − eleven =

Akismet ანტისპამი