ზუგდიდელმა ბიზნესმენმა მანანა მიქავამ შიმშილობა დაიწყო


  • დღეს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან, ზუგდიდელმა ბიზნესმენმა მანანა მიქავამ კარავი გაშალა და შიმშილობა დაიწყო. მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ პროტესტის ნიშნად პირის ამოკერვა უნდოდა, მაგრამ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

“ჩემი მოთხოვნაა,  სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შესრულება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული. რამდენი ხანია უშედეგოდ ვატარებ აქციებს და ყურადღებას არავინ მაქცევს. დღესაც, კარავი გავშალე და შენობიდან არავინ არ ჩამოსულა. განმკითხავი არავინ არ არის”.-თქვა მიქავამ.

მანანა მიქავა ამბობს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს, მანამ, სანამ მისი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.

ბიზნესმენი აპროტესტებს მერიის სარჩელს, რომლითაც, სასასმართლოს მიმართა და მანანა მიქავასთვის 4 მილიონამდე ლარის გადახდის დაკისრებას ითხოვს, წლების წინ შეძენილ მიწაზე, სამშენებლო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!