ლევან თორია აცხადებს, რომ მის მიმართ გამოძიება გაყალბებულია


  • ტელეკომპანია “ოდიშის” გადაცემის “ლუსტრაცია” ავტორი და წამყვანი ლევან თორია ადვოკატთან ერთად ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში მივიდა. ლევან თორია აცხადებს, რომ მის მიმართ გამოძიება გაყალბებულია და სავარაუდოდ, საქმეზე დაკავებული ბრალდებულის გელა კვარაცხელიას მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას გამოძიება მის საწინააღმდეგოდ იყენებს.

საუბარია 14 მაისს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც მუზეუმის ტერიტორიაზე გადაცემის ჩაწერისას წამყვანზე და სტუმრებზე თავდასხმა განხორციელდა.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს. ამჯერად, პროკურატურაში, თორიას ადვოკატმა განცხადება შეიტანა და საქმეში 154-ე მუხლის დამატებას ითხოვს, რაც ჟურნალისტისთვის ხელისშეშლას გულისხმობს. გამოძიებამ დამნაშავედ სცნო ლევან თორია, რომელიც სასამართლომ ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3000 ლარით დააჯარიმა. ფაქტთან დაკავშირებით, ამ დროისთვის  საგამოძიებო მოქმედებები  მიმდინარეობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!