- ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით.
“რუსული კანონის მიღებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აგენტებად გამოცხადების შემთხვევაში საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობას, რომლის გარეშეც ქართული სახელმწიფოს არათუ განვითარება, არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება”-ნათქვამია მათ მიმართვაში.
საკრებულოს დღევანდელმა სხდომამ ხმაურიანად ჩაიარა.