- საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, საუდის არაბეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ზუგდიდელმა ნათია გადელიამ სამი მედალი მოიპოვა (81 კგ.) ატაცში 85/88/91 კგ. დაძლია და ვერცლის მედალი მოპოვა.
ნათია გადელიამ აკვრაში თავი 108/113/ 117კილოგრამს გაართვა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა,
ოქრო დაისაკუთრა ორჭიდის 208 კილოგრამითაც. გარდა ამისა, ძალოსანმა საქართველოს რეკორდის გაუმჯობესება ატაცსა და ორჭიდში 4-4 კილოგრამით შეძლო.