პოლონეთის ქალაქ სუვალკიში დასრულდა ირენა ვარაკომსკას მე-2 საერთაშორისო მემორიალი ჭადრაკში. მემორიალი მოიცავდა A, B, C და D ტურნირებს. მემორიალის B ღია ტურნირში, რომელიც განკუთვნილი იყო 1601-დან 2100-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთათვის, მონაწილეობა მიიღო ზუგდიდელმა ნორჩმა მოჭადრაკემ,
2018 წლის საქართველოს ჩემპიონმა 11 წლამდე ჭაბუკთა შორის, 10 წლის ნიკოლოზ შამათავამ. აღნიშნულ ტურნირში ნიკოლოზმა ბრწყინვალედ იასპარეზა, მან დასკვნითი მეცხრე ტური ფრედ დაასრულა პოლონელ ფიდეს ოსტატთან კოზიჩ მაცეისთან და 6,5 ქულით III ადგილი დაიკავა, ამასთან ფიდეს რეიტინგი 216 პუნქტით მოიმატა. ნიკოლოზმა ასევე მონაწილეობა მიიღო მემორიალის პროგრამით გამართულ ბლიც ტურნირში, რომელშიც 4 ქულა დააგროვა და ფიდეს რეიტინგი 59 პუნქტით მოიმატა. მემორიალის 1 – 15 ადგილზე დაწესებული იყო ფულადი პრიზები და სხვადასხვა ნომინაციები. ნიკოლოზს ძირითად პრიზთან ერთად მეორე პრიზიც ერგო 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგისთვის.