ზუგდიდელი ახალგაზრდები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ


  • დღეს, ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა. აქცია ახალგაზრდების ორგანიზებული იყო და მას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადგილობრივები და ოპოზიციური პარტიის წევრები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერებით: “პუტინ, ნუ გვებრძვი, მშვიდობა გვინდა!”, “მხარს ვუჭერთ უკრაინას”, “არა ომს” და სხვა.

აქციის მონაწილეებმა ჰაერში გაუშვეს ფერადი კვამლი უკრაინის დროშის ფერებში.

“მინდა სრული მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინის შემდეგ საქართველოს საკითხი უნდა გადაწყდეს, ამიტომ ვფიქრობ, ყველა ახალგაზრდა ვალდებულია დღეს მოვიდეს და შეუერთდეს აქციებს, რომლებიც იმართება ამ დღეებში. დიდება უკრაინას”-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თიკო ლაგვილავამ.

“დღევანდელი ჩვენი მიზანი არის დავანახოთ ოკუპანტ რუსეთს ახალგაზრდების ძალა. ჩვენ ვგმობთ ძალადობას, არ ვაპირებთ რუსეთს დავუთმოთ უკრაინის ტერიტორია და არ მივცემთ საბჭოთა კავშირის აღდგენის საშუალებას ამისთვის ვიბრძოლებთ. დავდგებით ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. თუ საჭირო გახდა უკრაინის ქვეყნის სადარაჯოზეც. დავანახებთ საქართველოს ახალგაზრდების ძალას”- გვითხრა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ვაჩეიშვილმა.

უკრაინისადმი სოლიდარობის აქციები საქართველოს რამდენიმე ქალაქში პერმანენტულად იმართება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!