“ციხის კადრების” თემა ისევ დადგა დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ამ კადრების გასანადგურებლად, აღმოჩნდა, რომ მასზე ხელი მიუწვდებათ დაინტერესებულ პირებს და ნებისმიერ დროს შეიძლება მისი გამოქვეყნება. ამ კადრებით ისევ დაინტერესებულია მედიის ერთი ნაწილი და თვლის, რომ სანამ ერთი ნაციონალი ცხოვრობს საქართველოში, არ შეწყვეტს ამ კადრების საზოგადოებისათვის ჩვენებას.იგივე საზოგადოებას კი, სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვს ციხის კადრებისადმი. ერთი ნაწილი თვლის, რომ არ უნდა ნახოს საზოგადოებამ წამების კადრები, მეორე ნაწილი თვლის, რომ სწორედ რომ უნდა ნახონ და ყველაფერი გაკეთდეს დამნაშავის დასასჯელად. არის გარკვეული კატეგორია, რომელიც “საკუთარი ნაგავის გადაყრას” გვირჩევს და მის უცხო თვალისაგან დამალვას.