ზვიად გამსახურდიას ბარელიეფი გაიხსნა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის კედელზე დღეს, 28 ოქტომბერს, პირველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბარელიეფი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. 
გახსნის ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია, გამგებლის მოადგილე გიზო სართანია, ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, მოძრაობა ეროვნულების ლიდერი სანდრო ბეგაძე და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
ღონისძიების დაწყებამდე მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერის სანდრო ბრეგაძის მეთაურობით ახალგაზრდებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლება ზვიად გამსახურდიას ძეგლს პატივი მიაგეს და თაიგულით შეამკეს. ახალგაზრდებს ზვიად გამსახურდიას გამონათქვამებისგან შედგენილი სახვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები ეჭირათ. ანსამბლმა „ოდოიამ” ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა.
გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას სახელობის ბარელიეფის დამზადების იდეა მოძრაობა „ეროვნულებს“ ეკუთვნის, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობისა და „ლიბერთი ბანკის” მხარდაჭერით განხორციელდა. 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობიდან 1993 წელს ქვეყნის პირველი პრეზდენტი ზვიად გამსახურდია ეწეოდა ქვეყნის მმართველობით საქმიანობას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!