- “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს ნაგავშემკრებ კონტეინერებში არ ჩაყარონ აალებადი ნივთიერებები, სამშენებლო და სხვა სახის მყარი ნარჩენები.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერები განკუთვნილია მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის. ასეთ ურნებში ყოვლად დაუშვებელია აალებადი ნივთიერებების, სამშენებლო და სხვა სახის მყარი ნარჩენების ჩაყრა. რის შედეგადაც ზიანდება სანაგვე ურნები და სპეცტექნიკა. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, გახშირდა პლასტმასის ურნების, მათ შორის ახალი ნაგავშემკრები კონტეინერების დაზიანების ფაქტები. მოგახსენებთ, რომ მსგავსი ქმედება ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს.
გაცნობებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრთან” შექმნილია მობილური ჯგუფი სამშენებლო და სხვა სახის მყარი ნარჩენების გატანაზე. ღირებულება 2 მ3 -მდე (1 გზობა) შეადგენს 91,85 ლარი. საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 599 14 44 980(415) 25 32 17″.-ნათქვამია “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.