- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა, ცენტრის ბრიგადირთან და მუშა-მოსამსახურეებთან ერთად ჭითაწყარის ცაცხვისა და ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გეგმიური ინსპექტირება განახორციელეს.
უწყების ინფორმაციით, მათ მოსახლეობას მოუწოდეს თავი შეიკავონ გარემოს (ჰაერი, ნიადაგი, მდინარე) დანაგვიანებისაგან, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითეს, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ.
გარემოს დანაგვიანების ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრები მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის ფარგლებში ყველა სამართალდამრღვევ პირს დააჯარიმებენ.