- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” – ს ზედამხედველობისა და კონტროლიორთა ჯგუფის წევრებმა ქალაქის ტერიტორიის შემოვლა დაიწყეს, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და მყარი ნარჩენების მოსაკრებლის ამოღების მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით.
“ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის ინფორმაციით, ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობასა და მეწარმეებს მოუწოდეს თავი შეიკაონ გარემოს (ჰაერი, ნიადაგი, მდინარე) დანაგვიანებისგან, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებენ, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ.
გარემოს დანაგვიანების ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრები მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის ფარგლებში ყველა სამართალდამრღვევ პირს დააჯარიმებენ”.-ნათქვამია ინფორმაციაში.