პოლონეთის ქალაქ კრაკოვში დასრულდა XXIX საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი სახელწოდებით “კრაკოვი – 2018”. ფესტივალი მოიცავდა A, B, C, D, E ტურნირებს და ჩატარდა შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
ფესტივალის B ტურნირში 121 მოჭადრაკე ასპარეზობდა. აღნიშნულ ტურნირში ზუგდიდელმა მოჭადრაკემ ზვიად ფაციამ, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-11 ნომრად იყო განთესილი, 9 შესაძლებლობიდან 8 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
ამავე ტურნირში 6,5 ქულით ათეულში გავიდა დიმიტრი კვარაცხელია (მე-7 ადგილი), ხოლო 10 წლის ნიკოლოზ შამათავამ 5,5 ქულა დააგროვა და 25-ე ადგილზე გავიდა.