ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერობას აპირებს


ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის პოსტისთვის ისევ იბრძოლებს. ამის შესახებ სიჭინავამ პირველ არხს განუცხადა. მისი განმარტებით, 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებისგან განსხვავებით, ის დამოუკიდებელი კანდიდატი აღარ იქნება.

“მერი ჩემთვის არის მენეჯერი და არა პოლიტიკოსი, რადგან მერს უნდა აწუხებდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სტადიონი, გაზი, გზა, წყალი და ასე შემდეგ. მე მზად ვარ ნებისმიერი შემოთავაზებისთვის. 2017 წელს ვიყარე კენჭი როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თუმცა დღეს საქართველო არ არის მზად დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. უნდა გყავდეს მხარდამჭერი პარტია და მზად ვარ, განვიხილო ყველა ვარიანტი, ოღონდ იმ ხალხთან, რომლებიც ზუგდიდს განიხილავენ არა როგორც პოლიტიკურ მოედანს, არამედ ზრუნავენ ქალაქზე და ფიქრობენ მის განვითარებაზე” , – განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

როგორც პირველ არხთან საუბრისას ზვიად სიჭინავამ განმარტა,  ქალაქის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება.

“არ შეიძლება 47 მილიონი ლარის დაფინანსების მქონე  ქალაქში 22-23 მილიონი იყოს სახელფასო ფონდი. მე ბიზნესმენი კაცი ვარ და ვიცი, ბიზნესი წარმატებულია, როცა სახელფასო ფონდი შეადგენს 8-12%-ს. როცა გადაჭარბებაა 18%-ზე ზემოთ, ეს უკვე არის ჭაობი”,- ამბობს სიჭინავა.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!