გუკა ბაძაღუას წერილი ზუგდიდელებს და არა მარტო


ზუგდიდელმა გუკა ბაძაღუამ,  ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის მის მხარდამჭერებს და  გულშემატკივრებს, მადლობას უხდის იმ თანადგომისთვის, რომელიც გაუწიეს მას მისი პატიმრობაში ყოფნის პერიოდში.

“თოვლის ბაბუა ნამდვილად მაგარი კაცია, მაგრამ რაც არ უნდა მოულოდნელი ყოფილიყო, ქ-ნმა თემიდამაც გაასწორა სასწორის პინები და ფიზიკურ თავისუფლებაში მყოფი გწერთ, გიკითხავთ და გესიყვარულებით, ჩემო ძვირფასებო… ახალი მოსამართლის (ქ-ნი ნინო ელიეშვილი) ობიექტურობამ, ჩემი ტყვეობა (ყოველგვარი ჰიპერბოლისა და ა.შ. გარეშე) გირაოთი დაასრულა. გირაო ერთადერთი იურიდიული ინსტრუმენტი იყო, უსამართლო აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის თავისუფლებით შესაცვლელად. ეს არ არის საპროცესო გარიგება პროკურატურასთან. სასამართლო პროცესები ჩვეულებრივ გაგრძელდება მანამ, სანამ ჩემს სიმართლეს მოსამართლის ჩაქუჩიც დაადასტურებს.

მას შემდეგ, რაც საკუთარ ბინაში ლეპტოპის სადენით შემიკრეს ხელები, თვითნებური და დაუსაბუთებული განაჩენებით არაერთხელ და არაერთმა მოსამართლემ გადაუჭირა კვანძს, თუმცა ამჯერად ეს არ არის ჩემი პოსტის საგანი.

კომუნიკაციის არ არსებობის გამო (პროკურატურის სანქციით, კომუნიკაციის ყველა საშუალება შემეზღუდა ), წარმოდგენა არ მქონდა იმ მოვლენებზე, რაც ამ 109 დღის განმავლობაში გამოიარეთ ჩემთვის. შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე ის ემოცია, რასაც თქვენი თავდაუზოგავი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობის ამბების მოსმენისას განვიცდიდი. არ მინდა ეს ყველაფერი ჩემი მადლობით გავაუფასურო, თუმცა არც ის შემიძლია ჩემი თქვენდამი უსაზღვრო მადლიერება არ გამოვხატო! საოცარი ადამიანები ხართ! ჩემთვის სამაგალითოა თქვენი შემართება, ბრძოლისუნარიანობა და სიმტკიცე. ყოველთვის, ყველგან და რიხიანად ვიტყვი, რომ მეამაყებით და უსაზღვროა ჩემი თქვენდამი სიყვარული. ძალიან მომენატრეთ და მალე შევხვდებით. გკოცნით და გეფერებით, თქვენი გუკა!”

გუკა ბაძაღუა 11 ოქტომბერს დანაშაულის დაფარვის ბრალდებით იყო დაკავებული  და რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა გირაოს საფუძველზე.

გუკა ბაძაღუას დაკავებამ ცალსახად გამოიწვია საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!