- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია ხუფაცარია, თავის პირად ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას, სადაც საუბარია იმ საჩუქარზე, რომელიც ბიზნესმენმა და ამავე სკოლის კურსდამთავრებულმა ზვიად სიჭინავამ გაუკეთა მშობლიური სკოლის აღსაზრდელებს:
“ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი, გრანდიოზული შემოთავაზება ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის საცუროა აუზი CLUB 407 – ისგან. ბატონი ზვიად სიჭინავა, რომელიც გახლავთ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს, სასწავლო წლის ბოლომდე, კვირაში ორჯერ, ორშაბათი-ხუთშაბათი, სამშაბათი- პარასკევი, დილის 9 საათიდან 13 საათამდე, სკოლასთან შეთანხმებული გრაფიკით, აუზის მომსახურეობას უფასოდ!
გაითვალისწინეთ, პირველი ცვლის მოსწავლეებს ამ გრაფიკით შეუძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ არდადეგებზე.
მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს სკოლაში 4, 5 მარტს, 12 საათიდან 15 საათამდე.
მეორე ცვლის მოსწავლეებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ საჩუქრით სასწავლო წლის ბოლომდე.
ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზვიადს საკუთარი სკოლის მოსწავლეთა სიყვარულით სავსე საჩუქრისათვის!”