ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნუკრი ესართია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია, “ზუგდიდელებს” მერიაში დაუდასტურეს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის ინფორმაციით,
მერიის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, მიიღო ეს გადაწყვეტილება. “სხვა დეტალებზე ვერ გესაუბრებით.”- გვითხრეს მერიაში.