პირველი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკები ბიოპარკებით შეიცვლება


პოლიეთილენის პარკებთან შედარებით ბიოპარკების შეძენა შედარებით ძვირი ეღირება. როგორც ცნობილია, 1-ელი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად იკრძალება, რის ფარგლებშიც პლასტიკის პარკები სწორედ ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლდება. პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება ფასის ზრდას გამოიწვევს, თუმცა ეს მნიშვნელოვანი არ იქნება.

ბიოდეგრადირებადი პარკები, ბუნებაში, სრულად და სწრაფად იშლება და იმ პრობლემებს არ წარმოქმნის, რასაც პლასტიკის პარკები.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!