- დღეს, ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, ზედაზენისა და ბარამბინოს ზაფხულის ფესტივალი გაიმართა. პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ ზღაპრის გმირების ნახვა და სხვადასხვა გასართობ შოუ-პროგრამაში მონაწილეობის მიღება.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, საპნის ბუშტების შოუ, სახის მოხატვა. ასევე, მოწყობილი იყო ატრაქციონების კუთხე პატარებისთვის, ჰოკეის მაგიდა და ბატუტი.