ვინ ვის და რატომ ატყუებს?


ფეისბუქზე გავრცელდა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის თანამშრომლის ნონა უბილავა მიმართვა აჭარისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელის მანუჩარ ჩილაჩავასადმი, სადაც უბილავა ჩილაჩავას ადანაშაულებს დევნილების პრობლემებისადმი გულგრილობაში და მათ მოტყუებაში. უბილავა წერს: “ყველაფერს აქვს საზღვარი. 
იმედი მრჩება თქვენ  /მანუჩარ ჩილაჩავა – რედ/ ამის შემდეგ მიაკითხავთ ამ ადამიანებს და გამონახავთ გზას , სახსრებს და საშუალებას ოდნავ მაინც გააუმჯობესოთ მათი ცხოვრება. მაინტერესებს. რატომ არ გაქვთ კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან მაშინ, როცა მათ აქვთ ეფექტური პროგრამები და ისინი საკმაოდ ხშირად აფინანსებენ დევნილებსაც?
მესმის თქვენი. პრობლემები უფრო მეტია ზოგჯერ ვიდრე შესაძლებლობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ადამიანები ნახირივით მივყაროთ და არ მივხედოთ. ამის უფლებას არ მოგცემთ მე თქვენ.”

რამდენიმე წუთის წინ ნონა უბილავამ ისევ სოციალური ქსელიდან მიმართა ჩილაჩავას და პოსტს ფოტოები დაურთო, სადაც ასახულია, თუ როგორ ცხოვრობს ინგირის ყოფილი სასტუმროს კომპაქტურ დასახლებაში ერთი დევნილის ოჯახი. ნონა უბილავა – მანუჩარ ჩილაჩავას: “ბატონო მანუჩარ. შეხედეთ ეს ამ ადამიანების ყოველდღიურობაა!
ამ კოლექტიურ ცენტრში წვიმის დროს კედლებზე მდინარე ჩამოდის ოთახებში წვიმს როგორც გარეთ. ბავშვები სინესტისგან ავადმყოფობენ. მოხუცების ყოველდღიურობა გაუსაძლისია.ფანჯრებში მინები არ არის.  ეს 75 წლის ვლადიმერ შელიას ოჯახია, რომელმაც 10- ჯერ დაგირეკათ და 10- ჯერ მოატყუე”

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!