78 წლის ციალა ჯოჯუა ისევ შიმშილობს


მესამე დღეა წვიმს ზუგდიდში… 78 წლის ციალა ჯოჯუა კი, უკვე მე-14 დღეა ღია ცის ქვეშ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ შიმშილობს.  მიუხედავად არაერთი ოფიციალური და არაოფიციალური პირის სტუმრობისა და თხოვნისა, შეწყვიტოს შიმშილობა, მოხუცი ქალბატონი ისევ აგრძელებს პროტესტის უკიდურეს ფორმას. 14 დღეა, მიმდინარეობს მისი პრობლემის განხილვა, მაგრამ უშედეგოდ. ციალა ჯოჯუასი  და მისი შვილის – ლალი ცირდავას  მოთხოვნა უცვლელია,  ისინი ითხოვენ, როგორც თვითონ ამბობენ,  „თაღლითურად წართმეული“ #1ბინის დაბრუნებას, რომელიც თამარ მეფის ქუჩაზე მდებარეობს. ლალი ცირდავა ამბობს, რომ მას უკანონოდ  წაართვეს ბინა ციცო მამარდაშვილმა და ააიპ „ზუგდიდდასუფთავების“ შესყიდვების  სამსახურის  მთავარმა სპეციალისტმა ზურაბ ალანიამ. ისინი ბრძოლას განაგრძობენ მანამ სანამ მათი მოთხოვნა არ იქნება ბოლომდე შესრულებული. ინფორმაცია 78 წლის ქალბატონის შიმშილობის შესახებ უკვე გადაგზავნილია როგორც პრემიერ მინისტრის, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის. 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!