ვინ და როდის შეაკეთებს ციალა ჯოჯუას ბინას?


ზუგდიდელი, 78 წლის, ციალა ჯოჯუა 40 დღეზე  მეტია გამგეობის წინ აქციას მართავს. მისი შვილის, ლალი ცირდავას განცხადებით, ქალბატონ ციალასთან და შემდეგ მასთან სახლში იმყოფებოდნენ მერიის  შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები და დაპირდნენ ორი ოთახის გარემონტებას და ხელი მოაწერინეს ოფიციალურ დოკუმენტზე, რომ შემოგვიყვანდნენ გაზს და უახლოეს დღეებში დაიწყებდნენ სარემონტო სამუშაოებს, “მაგრამ მას შემდეგ უკვე 10 დღე გავიდა და არავინ გვაძლევს ზუსტ პასუხს,თუ როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები ბინაში. გავიგე მეორად მასალებს ეძებენ სამუშაოების ჩასატარებლად. დედაჩემის გაადწყვეტილებით,ის ისევ რჩება გამგეობის წინ და აგრძელებს აქციას, რავის არ ენდობა, ისევ მომატყუებენო. თუ საჭირო გახდება ახალი წლის ღამეს ღია ცის ქვეშ შეხვდება, რაც დიდი სირცხვილი იქნება ზუგდიდელებისათვის”. წერილობით შეთანხმებაზე ქალბატონ ციალასთან  იმყოფებოდნენ დეპუტატები და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა, მისი განცხადებით: „ჩვენ შევთავაზეთ ჯოჯუების ოჯახს ორი ოთახის გარემონტება. ქალბატონი ციალა დაგვთანხმდა იმ პირობით, თუ ადგილობრივი ხელისუფლება იმ ორ ოთახს სასწრაფოდ გაურემონტებდა. სარემონტო სამუშაოებისათვის მერია დაახლოებით 5000 ლარს გამოყოფს, მაგრამ კონკრეტულად  თუ როდის დაიწყება სამუშაოები,  ჩემთვის ცნობილი არ არის. მერიამ ეს საკითხი განსახილველად კეთილმოწყობის სამსახურს გადასცა და  მიმდინარეობს ხარჯთაღრიცხვა”. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის დირექტორის მამუკა ციმინტიას თქმით: „ჩვენი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ჯოჯუების საცხოვრებელ სახლში და შესაბამისად ცნობილია მათი ოჯახური მდგომარეობა. ჩვენი გათვლებით, სარემონტო სამუშაოები დაახლოებით 5000 ლარი დაჯდებაზუსტ დროს ვერ გეტყვით, როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები- შეიძლება დღეს, ან ხვალ დაიწყოს.”

რედაქციას სარწმუნო წყარომ აცნობა, რომ ჯოჯუას ბინის სარემონტო სამუშაოებს თავის თავზე იღებს არა მერია, არამედ ციალა ჯოჯუას ბინის საკითხის თანამონაწილედ გამოცხადებული პირები ნუგზარ მალაშხიას, ციცო მამარდაშვილის და ზურაბ ალანიას სახით, რომ მათ გამოისყიდონ ის დანაშაული, რომელიც თითქოს მათ მიუძღვით ჯოჯუების წინაშე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!