ფრაქცია “ნაციონალები” ანგარიშს აბარებს


დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს საზოგადოებას 10 თვის ანგარიში ჩააბარა. ფრაქციის წევრების თქმით, მათ ქონდათ 100 შეხვედრა მოსახლეობასთან, აქედან 70 საკითხი დაყენებული იქნა საკრებულოს სხდომაზე მოსაგვარებლად. შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს ფრაქციასთან მოსახლეობის კომუნიკაციის საშუალებებზე, საკრებულოს სხდომებზე, ფრაქციის მონიტორინგზე, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის რეაბილიტაციაზე,  ბაღის აღსაზრდელების კვალიფიკაცის ამაღლებაზე და მათი ხელფასების გაზრდაზე. შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს ფრაქციის მიერ ჩართულობით  საკითხებზე, ახალგაზრდული გუნდის  დაფინანსებაზე, ძიუდოს დარბაზის რეაბილიტაციაზე,  ლომთათიძის ქუჩის კანალიზაციის გაწმენდაზე,  სოციალურად დაუცველი ლალი სართანიას დაფინანსების მოგვარების საკითხზე, ასევე მოსახლეობის სოციალური სტატუსის მოხსნაზე, შეჩერებაზე. ასევე დევნილთა საცხოვრებელ პირობებზე. ფრაქციის წევრმა ანა წითლიძემ ისაუბრა ფრაქციის მიერ ინიცირებულ საკითხებზე,  ქალაქის გაფართოებაზე, თეატრის ბიუჯეტის ზრდაზე,  მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის შექმნაზე, შეღავათიან მგზავრობაზე, საცხენოსნო კლუბზე და ასევე ფენილკეტონურიით დაავადებულთა დაფინანსებაზე,  მისი თქმითი, ამ დაავადების ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. შეხვედრის ბოლოს, დეპუტატებმა ისაუბრეს ფრაქციის სამომავლო გეგმებზე, მათი თქმით, ისინი აიპირებენ ინტენსიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან, 2017 წლის  ალტერნატიულ ბიუჯეტზე,  ქალაქის ალტერნატიული განვითარების გეგმაზე მუშაობას. უფასო სასადილოს ხელმისაწვდომობას მეტი ბენეფიციარისათვის. დეპუტატ ანი წითლიძის თქმით, დღეს უფასო სასადილოში ირიცხება 230 ადამაინი. ანი წითლიძის განცხადებით მნიშვნელოვანია ქალთა საკალათბურთო გუნდის დაფინანსება,  მარტოხელა დედების ხემისაწვდომობის პროგრამის განხორციელება.

შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. შეხვედრა ჩატარდა აშშ-ის სერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და მას ეროვნულ-დმოკრატიული ინსტიტუტი (NDI)ახორციელებს.[embedyt] http://www.youtube.com/embed?listType=playlist&list=UUla4wAFdWGSALhdLOHbAXsQ[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!