ვინ გამოუცხობს სადღესასწაულო ტორტებს ზუგდიდის მერიას?


გამოცხადდა ტენდერი 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო ტორტების შესყიდვაზე. ეს სამსახური წლის განმავლობაში 8 ცალი ტორტის შესყიდვას აპირებს. ეს იქნება  დღესასწაულის შესაბამისი კორპორატიული მორთვა-გაფორმებით, წარწერით და ნახატით „შემსყიდველის“ მოთხოვნის შესაბამისად, სეზონური ხილის 70-70 ნაჭრიანი ტორტი-კულტურის განყოფილებისთვის 3 ცალი, ხოლო განათლების განყოფილებისთვის 5 ცალი, თუმცა “ფასების ცხრილის” მიხედვით პირიქით, კულტურის განყოფილება შეისყიდის 5 ტორტს, განათლების განყოფილება 3-ს. ეტყობა, სატენდერო განაცხადში უზუსტობა გაიპარა. ტორტების საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1600 ლარს,-კულტურის განყოფილებისთვის 1000-ს და განათლების განყოფილებისთვის 600 ლარს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!