არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისათვის“ თავმჯდომარე ვერა (ლალი) ანთია რუსთავის ქალთა კოლონიიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებებს ანთიას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განუცხადა. ვერა (ლალი) ანთიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებითაა აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს. 177-ე მუხლის მესამე ნაწილი 4-დან 7 წლამდე, მეოთხე ნაწილი კი 6-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ანთიას საგამოძიებო უწყება წყლის მილების ამოღებას და მითვისებას ედავება. რაზეც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვები მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ლალი ანთია მიმდინარე წლის მარტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ ანთიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ლალი ანთია თაღლითობის ბრალდებით იყო დაკავებული და მას გარკვეული პერიოდი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული ჰქონდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასჯელი გადაუვადდა. შსს-ვე ინფორმაციით, ანთიას სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავ შებრუნების შესახებ სამართალდამცველებს სასამართლომ მიმართა.