აგვისტოს ომი ფოტოკადრებში


ფოტოჟურნალისტმა ლევან გაბეჩავამ 2008 წლის ომი კადრებში აღბეჭდა და ზუგდიდელებს შემოუნახა ადამიანების სახეები და ემოციები ომის პარალელურად.  მოქალაქეთა ცოცხალი ჯაჭვი, როგორც ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო, რუსეთის სამხედრო ტექნიკა, რუსი სამხედროები ქალაქის ქუჩებში, ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ბომბის აფეთქების შედეგად დაზიანებული ეზო-კარი , – ამ კადრების ამსახველი ფოტოგამოფენით დაიწყო ზუგდიდში აგვისტოს ომის გახსენება. ფოტოგამოფენა ქალაქის მთავარ ბულვარში, ზუგდიდელებმა ქალაქის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერეს. ემოციური წუთები იყო – ბევრმა ამ ფოტოებზე საკუთარი თავი ამოიცნო, ბევრმა იმ დღეების თავგადასავლები გაიხსენა.  როგორ გადაიტანა აგვისტოს ომი, როგორ დაცარიელდა ქალაქი, ვინ სად წავიდა საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, მაშინ, როცა ზუგდიდში რუსი სამხედროები გამოჩდნენ.

” ზუგდიდის მერის თქმით, აგვისტოს ომზე საუბრისას ქალაქის დაცარიელებული ქუჩები ახსენდება და ამიტომაც მისთვის განსაკუთრებით მძიმეა ამ თემაზე საუბარი: „დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ უკვდავყო ჩვენი გმირების სახელები. ძალიან მძიმე დღეა. მე ქედს ვიხრი მათ წინაშე, მათი დედების, დების წინაშე, რომ ასეთი სასიქადულო ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს“. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით, დღეს ადგილობრივი თვითმმართველობა და ქალაქის მერია კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობენ მათ საფლავებს. „8 აგვისტო მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ ამავდროულად ის გვახსენებს ჩვენი ერის, ჩვენი ისტორიის გმირულ ფურცლებს, კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ გმირებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე დადეს სამშობლოსთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ” http://www.livepress.ge/ka/site/news/9796/

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!