ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა


  • ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. BBC-ის ინფორმაციით, დემონსტრაციაში მონაწილეობას ათასობით ადამიანი იღებდა, რომელთა შორისაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების წევრებიც იყვნენ.

აქტივისტები აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამჟამად არსებულ შედეგებს არ აღიარებენ.

პარალელურად აქცია გამართეს ტრამპის მოწინააღმდეგეებმაც.

გამოცემის ინფორმაციით, აქციების წევრებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. სამართალდამცავებმა 20 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, “დემოკრატიული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნები გააყალბეს და ხმების საბოლოო დათვლამდე შედეგებს არ აღიარებს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!