ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სტელა დაიდგა


  • ვატიკანში ივერიის ღვთისმშობლის ხატის  სტელა დაიდგა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ვატიკანში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი.

ცერემონიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საქართველო საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

ღონისძიებაზე ანსამბლ ,,ბასიანი“-ის მიერ შესრულდა ქართული საგალობლები და ხალხური სიმღერები.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!