- 20 წლის წინ, 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში მოხდა მოვლენა, რომელიც ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შევიდა.
2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ ქვეყანა მოიცვა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლებმა, რაც 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომითა და ახალი არჩევნების დანიშვნით დასრულდა.