ეროვნული სამოსის დღე ზუგდიდში


18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის ორგანიზებით, ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ბავშვებმა, დადიანების სასახლის და ბოტანიკური ბაღის მიმართულებით მსვლეობა მოაწყვეს. სკოლის დირექტორის ნინო ბულიას ინფორმაციით, ღონისძიებაში ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.  “ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ტრადიციების შენარჩუნებას. მერაბ კოსტავას #2 საჯარო სკოლა ღონისძიებას მეორე წელია გრანდიოზულად აღნიშნავს. ეროვნულ სამოსთან ერთად, დღეს გვაქვს ბოლო ზარი. გვქონდა არაჩვეულებრივი ღონისძიება. მომავალშიც ვგეგმავთ სხვა აქტივობებს.”.

ზუგდიდში ეროვნული სამოსის დღე შარშანაც ჩატარდა.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!