ახალსოფლის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულები საზეიმოდ გააცილეს


ახალსოფლის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა, ბოლო ზარი, საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს. სკოლის სააქტო დარბაზში, კურსდამთავრებულებმა იმღერეს, იცეკვეს, პედაგოგების პაროდიები განასახიერეს და გაიხსენეს სკოლის პირველი ნაბიჯები. თავის მხრივ, სასწავლო კურსის დამთავრება მოსწავლეებს მიულოცეს პედაგოგებმა.

წარმატებები და ბედნიერი სტუდენტური წლები უსურვეს მათ. მოგვიანებით, კურსდამთავრებულები, საექსკურსიოდ გაემგზავრნენ მარტვილში.

წელს, ახალსოფლის სკოლას 7 კურსდამთავრებული ჰყავს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!