ერთი კარგი ზუგდიდელი ქალბატონი, როზა ჯიქია გარდაიცვალა


  • დღეს, ზუგდიდში, ერთი, მასზე ძალიან შეყვარებული ზუგდიდელის გარეშე გათენდა,-ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა ზუგდიდისა და ქვეყნის მაჯისცემას მიყურადებული ადამიანი, წლების მანძილზე, ქალაქის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის მზრუნველი ქალბატონი, როზა ჯიქია. 

ყველგან, სადაც მოღვაწეობდა და რასაც აკეთებდა, შესაშური გულისხმიერებით, გემოვნებით და ერთგულებით. ძალიან ბევრი ადამიანის თანამდგომი და გზის გამკვალავი იყო, თაობების მაგალითი, ქალაქის კოლორიტი, ორიგინალური ხედვებით, შეუვალი ხასიათებით და ჯანმრთელი იუმორით.

ქალბატონი როზა, მისი ვაჟკაცური შემართება, მისი ფესვიანი სიტყვა, დააკლდება არამარტო მის ოჯახს, შვილებს, შვილიშვილებს, ახლობლებს, არამედ იმ ზუგდიდელებსაც, ვინც მას არც იცნობდა, რადგან  გახლდათ სწორედ ის ადამიანი, ვისაც შეეძლო უცნობისთვისაც კეთილად ერჩია და საქმეში ხელი მოემართა.

არდავიწყება და სასუფეველი მას.

“ზუგდიდელები”, ზუგდიდელების სახელით


კომენტარი

  1. გიული

    ღმერთმა ნათელში ამყოფოს,მართლაც ძვირფასი ქალბატონი დააკლდა ზუგდიდს???

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!