დღეს, ქალაქ ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებელმა ნინო ჟვანიამ გამართა ღონისძიება სახელწოდებით ,,ერთი ერთში”. მოსწავლეებმა წაროადგინეს ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ასლები და ასევე შეასრულეს მათი საყვარელი მომღერლების სიმღერები.
ღონისძიებას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და საკრებულოს განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ნათია ფიფია დაესწრნენ.