დახმარება სოციალურად დაუცველებისათვის


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელმა კომისიამ (კომისიის თავმჯდომარე გიზო სართანია) ამ ეტაპზე სოფელ ონარიაში, რუხში, კორცხელში, ყულიშკარში, ჭითაწყარში, ახალსოფელში, ოდიშსა და ჯიხაშკარში მცხოვრები ბენეფიციარების სოციალურ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. 
სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა მუნიციპალიტეტის გამგეობას ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულ ერთჯერად ფულად დახმარებასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართეს. 
კომისიის თავმჯდომარე გიზო სართანიას განცხადებით, ის ბენეფიციარები რომელებიც ამ ეტაპზე სოციალურმა კომისიამ მოინახულა მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან და სხვადასხვა სახის დახმარებას საჭიროებენ. ასევე კომისიის თავჯდომარის განცხადებით მიმდინარე წლის ბოლომდე ეს ოჯახები ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულ ერთჯერადი სახის ფულად დახმარებას მიიღებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!