- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48 ტერიტორიულ ერთეულში ყოველდღიურად ხორციელდება ტრასების, ქუჩების, სკვერების, პარკების გაწმენდითი სამუშაოები ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრის მუშა-მოსამსახურეებისა და მეველეების მიერ.
ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების” ცენტრი მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, გაუფრთხილდნენ გარემოს. ნუ დაანაგვიანებენ მას. “ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღ და სუფთა გარემოზე. ეს ჩვენი მოვალეობაა.”
ინფორმაციისთვის, გარემოს დაბინძურება-დანაგვიანება ისჯება კანონით.