“ენმ”-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატები წარადგინა


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებზე ლევან კონჯარია იქნება. ის პარტიის ლიდერებმა, ზაალ უდუმაშვილმა, ნიკა მელიამ და გრიგოლ ვაშაძემ ანაკლიაში წარადგინეს კანდიდატად.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ha1He_6YfJk[/embedyt] აქვე მოხდა  ქალაქ ზუგდიდში ენმ-ის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატდ საკრებულოს მოქმედი წევრის და პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ანა წითლიძის წარდგენა. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=YzVJpaZ42PA[/embedyt]

ენმ-მ ანაკლიაში შეხვედრაზე ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც დაასახელა. პარტიის ფაიფური-საჯვაროს უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თენგიზ გაბედავაა, რომელიც პირველი მოწვევის საკრებულოს წევრია ეროვნული მოძრაობიდან. კომბინატში – თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომელი გიორგი ქობალია. ე.წ. პრესოვკა-მახარაძის უბანში – სკოლამდელი დაწესებულებების ყოფილი თანამშრომელი ნინო ფიფია. რკინიგზის სადგურში -კალათბურთის გუნდის მთავარი მწვრთნელი ვახტანგ ეზუგბაია. ცენტრალურ ოლქში ქირურგი პაატა ადამია წარადგინეს.დასახელდა აგრეთვე საკრებულოს  მაჟორიტარობის კანდიდაეტები სოფლებიდან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა  21 ოქტომბერს დანიშნა.