13 ოქტომბერს, ზუგდიდის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ეკა ურიდიას ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე გამოირთვება ქვესადგური „ზუგდიდი 2-ის“ #4 ფიდერები. 12:30 საათიდან 14:00 საათამდე კი ამავე ქვესადგურის #5 ფიდერები. სარემონტო სამუშაოების მიზეზით ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 175 აბონენტს.