„ოდიშის“ საკონცერტო დარბაზი გაიხსნა


 ყოფილი „ენგურქაღალდკომბინატის“ კულტურის სახლის, ამჟამად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ცენტრი „ოდიშის“ საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა და 10 ოქტომბერს, განახლებული საკონცერტო დარბაზი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციისათვის „რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ 244 779 ლარი გამოიყო. სრულიად განახლდა და მოეწყო სველი წერტილები, დამონტაჟდა ახალი სავარძლები, ხალიჩა და ხანძარმედეგი ფარდები. პანელებით განახლდა დარბაზის კედლები. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „კაპიტელმა“ და ი.მ. „იმედი ხარჩილავამ“ განახორციელა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!