ელენე ფიფიას ნამუშევრების გამოფენა არტგალერეაში


არტგალერეაში, მხატვარ ელენე ფიფიას ბოლო ორი წლის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ მხატვრის განზოგადოებული კომპოზიციები განზოგადოებული თემებით. 

მხატვრის მიერ ნაჭრებითა და ძაფებით შესრულებულმა  კომპოზიციებმა დიდი მოწონება და ინტერესი გმოიწვია. 10 ივლისს მხატვარ ელენე ფიფიას ნამუშევრების გამოფენა გაიმართება თბილისში, აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროსთან არსებულ საგამოფენო სივრცეში. ელენე ფიფიას ღონისძიებას ულამაზებდა მისი ვაჟი ლექსო ფარცვანია, რომელმაც აუდიტორიის წინაშე საქსაფონზე და ვიოლინოზე  დაუკრა. დღევანდელ შეხვედრზე ქალაქური სიმღერით წარსდგა ანსამბლი „იანარი“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=HNoMNNSDpOI[/embedyt]

მოგვიანებით, ელენე ფიფიას მეუღლემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანიამ, მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ელენეს შვიდი წელია რაც გამოფენა არ ქონია ზუგდიდში და დღევანდელი დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა.

ელენე ფიფიას ნამუშევრები შეაფასეს მეგობრებმა. „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის” ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მხატვრის ნამუშევრები მას სულიერ სიმშვიდეს გვრის. „წარმოდგენილი ნამუშევრები საოცარი სიფაქიზით და სინატიფით გამოირჩევა. ძალიან ვგულშემატკივრობ მას. ის არის საოცრად თბილი და თავმდაბალი ადამიანი, რაც გამოიხატება მის შემოქმედებაში“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=tw8kweFTnJQ[/embedyt]

საინტერესო, შრომისმოყვარე მხატვრად თვლის კოლეგას რობერტ აბსანძე. მისი თქმით, ელენე ფიფიას ნამუშევრები ნოვატორული მიდგომებით და ახალი ხედვით გამოირჩევა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=win-eUkHDl8[/embedyt]

გამოფენა ზუგდიდის არგალერეში რამდენიმე დღეს გასტანს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!