ელგუჯა ქომეთიანი ნიკა კვეკვესკირზე


  • ელგუჯა ქომეთიანის, როგორც საფეხბურთო მწვრთნელის ხელში, ასეულობით ფეხბურთის მოყვარული ახალგაზრდა გაიზარდა. ქართველების და ზუგდიდელების ამ დღეების გმირმა ნიკა კვეკვესკირმაც მისი “სკოლა” გაიარა.

ელგუჯა ქომეთიანი: – “სანამ ნიკაზე დავიწყებ საუბარს, სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ ისტორიულ გამარჯვებას. მიხარია და გილოცავთ თქვენც. ამ დღეებში მეკითხებიან, შენ ხომ იყავიო ნიკას მწვრთნელი. ვიყავი, მაგრამ არ მაქვს პრეტენზიები ვინმემ სადმე აღნიშნოს, ან მახსენოს. მან შესანიშნავი მწვრთმელების ხელში გაიარა 8 წლის ასაკიდან. მისი პირველი მწვრთნელი გიორგი კალანდია იყო, შემდეგ, დაახლოებით ერთი წელი იყო ჩემთან… წლების განმავლობაში ვარჯიშობდა ვალერი გულორდავასთან და მასთან ვარჯიშის დროს გამოიკვეთა მისი საპორტული გზაც. “ბაია ზუგდიდში” გაიზარდა, ამ გუნდიდან მიიღო მოწვევები. მადლობა, რომ დამიკავშირდით. რა მეთქმის-ნიკა, თავიდანვე იყო შრომისმოყვარე ბიჭი დიდი ნებისყოფით და შედეგიც მიიღო. უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ მას”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!