ალექსანდრე (ჯოჯი) ნორაკიძის გახსენება


  • მუხთალმა წუთისოფელმა უდროოდ, 67 წლის ასაკში, გასწირა ალექსანდრე (ჯოჯი) ნორაკიძე, ისე სწყუროდა სიცოცხლე, არც უგრძვნია სიკვდილის მოახლოება, არც კი შებრძოლებია მას, უპრეტენზიოდ შეხვდა გარდაუვალ აღსასრულს.

ძლიერი და შეუპოვარი იყო. სიცოცხლეში და სიკვდილშიც ძლიერი გამოდგა. მას თითოეული თანასოფლელის ბედი აწუხებდა და უსაზღვროდ გულანთებულს შეეძლო დაბრკოლებებთან მედგარი გამკლავება და რწმენაში სიძლიერით გამარჯვების მოპოვება. უანგარობა მისი სავიზიტო ბარათი იყო. ალექსანდრე ( ჯოჯი) 1956 წლიდან, მუშაობდა ახალსოფელში ელექტროშემკეთებლად, არ არსებობდა უბანი და ოჯახი, რომ დაძახებისთანავე არ გამოცხადებულიყო დანიშნულ ადგილზე. სოფლის ყოფილი სკოლა-ინტერნატი, საშუალო სკოლა, კულტურის სახლი, კოლმეურნეობის გამგეობა მისი დამონტაჟებულია, მის მიერ გაყვანილია რადიო ხაზები. პირველი სატელეფონო ხაზიც მის მიერ დამონტაჟებულია. ალექსანდრე ( ჯოჯი) ნორაკიძე გამოირჩეოდა მეგობრობით, იუმორით, უბოროტო და სტუმართმოყვარე ყო. მის ოჯახში იშლებოდა ყოველთვის სუფრები.

ალექსანდრეს (ჯოჯის) ოჯახში გრძელდება ტრადიციები. მის საქმეებს აგრძელებს ორი ვაჟიშვილი როინი და ბორისი ნორაკიძეები და მისი მოსახელე შვილიშვილი ალექსანდრე ნორაკიძე. ასევე მის ნაშრომ და ნაჯაფარ ოჯახს იცავს და მათი ხსოვნის პატივსაცემად სანთლებს უნთებს რძალი ქალბატონი ნუნუ ჯანაშია-ნორაკიძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ალექსანდრე ( ჯოჯი) ნორაკიძის ალალი სული.

როზა როგავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!