დღეს, არტგალერეაში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის „ეკორენტგენის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი შედგა. კონკურსში წარმოდგენილი იყო 24 ფოტომოყვარულის ფოტომასალა. კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ: გიორგი ჯაბუა, ბაჩანა ჩიხლაძე და თეონა გოგოლაშვილი, რომლებიც სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.