- საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, თათია ბუკია ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია ახალგაზრდა ასაკის მოკრივეთა შორის.
ქართველი სპორტსმენი 75 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. თათია ბუკია ევროპის ჩემპიონატზე პრიზიორი ზედიზედ მესამედ გახდა.