ევროკომისარი ლორენს მერედიტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირის გრანტის მოპოვებას ეხმაურება


  • ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობასა და ინსტიტუციური მშენებლობის საკითხებში დირექტორი  ლორენს მერედიტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ევროკავშირის პროექტ EU4Culture-ის საგრანტო კონკურსში გამარჯვებას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება:

„საქართველოს ქალაქი ზუგდიდი ჩვენი (EU4Culture) რეგიონული კონკურსის პირველი გამარჯვებული გახდა. ქალაქს გრანტის სახით გადაეცემა 300 000 ევრო, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად“ – წერს ევროკომისარი და ზუგდიდის დადიანების სასახლის ფოტოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 19 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდი ევროკავშირის გრანტის გამარჯვებული გახდა და კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად ევროკავშირისგან 300 000 ევროს დაფინანსებას მიიღებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!