- ევროპული საბჭოს ინფორმაციით, ევროკავშირმა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობისთვის დამატებითი 500 მილიონი ევრო გამოყოფა დაამტკიცა.
“შემდეგი კვირები გადამწყვეტი იქნება. რუსეთი ემზადება უკრაინის აღმოსავლეთში შეტევის განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რათა დავიცვათ მისი ტერიტორია და მოსახლეობა“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა.
დამატებით 500 მილიონი ევროს გამოყოფით უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ევროკავშირის მიერ გაღებული ფინანსური დახმარების საერთო ოდენობა 1.5 მილიარდ ევროს მიაღწევს”.-ნათქვამია ინფორმაციაში.