ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება დაამტკიცა


  • უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ, 2023 წლისთვის, უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება დაამტკიცა.

ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, წინადადება ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ 10 დეკემბერს წერილობითი პროცედურით დაამტკიცეს და ევროპარლამენტს მისაღებად შემდეგ კვირას გადაეცემა. დახმარების პაკეტი 2023 წელს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სტრუქტურულ გადაწყვეტილებას ითვალისწინებს. თანხა, რომელიც უკრაინას 2023 წელს გადაეცემა, 18 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო კრედიტებს 10-წლიანი საშეღავათო პერიოდი ექნება, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გარე მიზნობრივი შემოწირულებების ხარჯზე საპროცენტო დანახარჯების დიდ ნაწილს დაფარავენ. ამ სესხის გარანტიებს ან ევროკავშირის ბიუჯეტი ან წევრი სახელმწიფოები წარადგენენ.

გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა მიზნად ისახავს უკრაინისთვის მოკლევადიანი ფინანსური დახმარების მიწოდებას, უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენას, ომის შემდგომი მყარი აღდგენის მხარდაჭერას და ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინის დახმარებას. როგორც ცნობილია, უნგრეთი ევროკავშირის უკრაინისადმი 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის წინააღმდეგ გამოდიოდა. ახლანდელი გადაწყვეტილება იმაში მდგომარეობს, რომ თუ უნგრეთი თავისი ვეტოს ერთგული დარჩება, საკრედიტო გარანტიები არა ევროკავშირის ბიუჯეტიდან, არამედ წევრი სახელმწიფოების მიერ დაიფარება. თუმცა, უნგრეთს ჯერ კიდევ აქვს დრო ამ პროცესს შეუერთდეს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!