- დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა “ევროინტეგრაციის გზა და მონაწილეობითი დემოკრატია”.
რა არის ევროკომისიის მოთხოვნების არსი, გადასადგმელი ნაბიჯები და მოსალოდნელი შედეგები, რა პოზიტიური გავლენა აქვს ევროპულ ინტეგრაციას ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე, ასევე ადამიანის უფლებების დაცვაზე, როგორია 12 რეკომენდაციის ირგვლივ პარლამენტში მიმდინარე სამუშაო პროცესის ინკლუზიურობა, გამჭვირვალობა, ხარისხის მონიტორინგი და შეფასება. ამ საკითხებზე ისაუბრა “ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისის“´დირექტორმა, ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, და დაინტერესებული პირებმა.
შეხვედრის მიზანი გახლდათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარების, დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის ხელშეწყობა.